26 თებერვალს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარის პრაიმერი გაიმართა. დელეგატებმა ხმათა
სრული უმრავლესობით, თავმჯდომარედ ასპინძის ყოფილი გამგებელი, ბესიკ
ბექაური აირჩიეს. პრაიმერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ასპინძის
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ტარიელ ლონდარიძე და პარტიის
ცენტრალურის ოფისის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბესიკ ბექაური
ორგანიზაციის თავმჯდომარედ, პარტიის 44–მა მანდატიანმა წევრმა აირჩია.
,,ნაციონალური მოძრაობის" ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
,,ექოსთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, ისინი არჩევნებისათვის
აქტიურად იმუშავებენ: ,,ჩვენ უკვე აქტიურად ვემზადებით ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ჩვენი მიზანი პარტიის გაძლიერება,
ახალი წევრების მოზიდვა და არჩევნებში გამარჯვებაა" –განაცხადა ბესიკ
ბექაურმა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, მათ შესარჩევად პრაიმერი
ასპინძაში მოგვიანებით ჩატარდება.
26 თებერვალს,
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარის პრაიმერი გაიმართა. დელეგატებმა ხმათა სრული
უმრავლესობით, თავმჯდომარედ ასპინძის ყოფილი გამგებელი, ბესიკ ბექაური
აირჩიეს. პრაიმერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ასპინძის