2014 წლის 1
მარტიდან მართვის მოწმობის განსაზღვრული ვადით, კერძოთ 15 წლიანი
ვადით განისაზღვრება.
15 წლიანი ვადა იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე
იმოქმედებს, რომელსაც მინიჭებული აქვს „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“
და „B1“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები). ხოლო, იმ პირის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული
აქვს „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები
(ქვეკატეგორიები), 5 წელი იქნება.
„მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება
2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც,
კერძოდ:
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ
„A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების
(ქვეკატეგორიების) მართვისმოწმობებს (მიუხედავადმინიჭებისთარიღისა)
მოქმედების იურიდიული ძალაშეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1
სექტემბრამდე.
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში
გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“
კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვისმოწმობებს
(მიუხედავადმინიჭებისთარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა
შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს
იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.
წყარო: ,,ექსპრესნიუსი”.