რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აშოტ საარიანი წარუდგინეს.
„უსუფაშვილი – რესპუბლიკელებს“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში მხოლოდ ახალქალაქი–ნინოწმინდაში ეყოლება.
პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით უსუფაშვილი, ადგილობრივებს თავმჯდომარესთან ხათუნა სამნიძესთან და პოლიტიკურ მდივანთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად შეხვდა.
„უსუფაშვილი – რესპუბლიკელების“ ლიდერებმა შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და მათ პარტიის პრიორიტეტები გააცნეს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი