კოალიცია “ქართული
ოცნების” ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია კოპაძე
გახდა.
როგორც “მეცხრე არხთან” შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ განაცხადა, საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.
“მე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ვაგრძელებ მუშაობას, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შტაბის ახალ ხელმძღვანელს გვერდში დავუდგები და დავეხმარები”–განაცხადა “ექოსთან” მალხაზ ჟუჟუნაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინა საარჩევნოდ, პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.
კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელის კომენტარსა და თემის შესახებ დეტალებს, “მეცხრე არხი” “ექოს” საინფორმაციო გამოშვებებში მოგაწვდით.