მართვის მოწმობის აღების
მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის
პირობებში მოუწევთ – ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის
სტრატეგიაშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის
მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის
დახვეწა.
,,2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები
პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე
სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული
გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება” –
ნათქვამია სტრატეგიაში.
ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის
წესების სწავლების დაგეგმვა.
შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია “რედისონ ბლუ
ივერიაში” გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის
წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლები. სტრატეგია შსს რეფორმებისა და განვითარების
სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.
ქალაქის პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დასავლეთში
აპრობირებული მეთოდია. საქართველოში მართვის მოწმობის აღების მსურველს
სპეციალურ მოედანზე მხოლოდ რამდენიმე მანევრის შესრულება ევალებოდა.
შესაბამისად, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში მართვის
მოწმობის აღება გართულდება.
წყარო: Ambebi.Ge