სომხეთიდან
არადეკლარირებული სიგარეტი შემოიტანეს, იგი ავტომანქანაში მოწყობილ
სამალავში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ
პუნქტ “ნინოწმინდის” ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული სიგარეტი სომხეთის მოქალაქე ს.ი.შემოიტანა, რომლის
კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ
სამალავში ჰქონდა სიგარეტი GARNI 1088 კოლოფი (21760 ღერი). საქონლის
საბაჟო ღირებულებამ 1190 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14
ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000
ლარი.