ახალი ამბები
ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა
ადიგენის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქირია გააგრძელებს, რომელსაც ამ დრომდე ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება გელა კოხოძეს, იგი აბასთუმნის დეტექტივების სამმართველოში იმუშავებს.
შსს–ს ინფორმაციით, ადიგენის პოლიციის უფროსად ირაკლი ქირიას დანიშვნას რაიმე სამართლებრივ საქმესთან კავშირი არ აქვს და იგი მხოლოდ საკადრო ცვლილების შედეგია.
აღნიშნული პიროვნებები თანამდებობებზე ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.
გააზიარეთ :