გოდერძი კუბლაშვილმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია, ამჯერად „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გამართა.
მისი წარდგენა ოფიციალურად 8 ოქტომბერს თბილისში მოხდა. ახალი პოლიტიკური ძალის სახელით გოდერძი კუბლაშვილი კვლავ ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში იბრძოლებს.
მაჟორიტარობის კანდიდატი კონკურენტებს ღირსეულ გამარჯვებას უსურვებს და ჯანსაღ კონკურენციას სთავაზობს. ასევე, მოუწოდებს, რომ მასთან ერთად საჯარო დებატებში ჩაერთონ.
გოდერძი კუბლაშვილის თქმით, ორშაბათიდან მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ბრიფინგებს აქტიურად გამართავს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.