“სახალხო კრების” წევრი
ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის გუჯა ბიჭაშვილის
თანაშემწედ დაინიშნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, იგი კულტურულ ღონისძიებებს უხელმძღვანელებს.
“ლაშა ამირეჯიბი დაინიშნა ჩემს თანაშემწედ კულტურის
დარგში. იგი კომპლექსში ჩატარებულ ყველა კულტურულ ღონისძიებას
უხელმძღვანელებს. ტურიზმის დარგში, ასევე, ჩემს თანაშემწედ რჩება
გიორგი ჩერქეზიშვილი“ – განაცხადა „მეცხრე არხთან“
ციხის დირექტორმა გუჯა ბიჭაშვილმა.
ლაშა ამირეჯიბი აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე ოფიციალურად 8
იანვარს დაინიშნა. ახალციხის ციხის დირექტორის ახალი თანაშემწე
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.