37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მერობის ხუთი კანდიდატი დარეგისტრირდა.
ამ დროისათვის, კანდიდატები წარადგინეს შემდეგმა პარტიებმა:
„ქართული ოცნება“ – ვოვა ზედგინიძე;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ერეკლიშვილი;
,,ეროვნული ფორუმი“– ჯუმბერ ინასარიძე;
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ბესიკ ტაბატაძე;
საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ივანე გვარამაძე.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბრის 18:00 საათამდე ჰქონდათ.
თიკო კურტანიძე