ქალაქ
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის #4–ში მდებარე ,,ელიტ ელექტრონიქსის”
ახალციხის ფილიალი, თანამშრომლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.
ჩამსხვრეულია მაღაზიის ერთ–ერთი ფანჯარა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ჯგუფი.
თანამშრომელთა თქმით, შემთხვევა 16 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.
რომლის შემდეგც ტექნიკის მაღაზიაში აღწერა ჩატარდა. მათივე
განმარტებით, სავაჭრო ცენტრი გაიძარცვა, წაღებულია რამდენიმე პლანშეტი
და მობილური ტელეფონი, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით
15-ია.