“ქართულმა ოცნებამ” ახალციხის მერობის კანდიდატად ვლადიმერ ზედგინიძე დაასახელა. #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში იგი უკვე დარეგისტრირდა.
ვლადიმერ ზედგინიძე 1948 წლის 8 მარტს, ბორჯომში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტები. მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. ახალციხეში საცხოვრებლად 1981 წლიდან გადმოვიდა.
იგი 36 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოში მუშოაბდა.
2005 წლიდან დღემდე კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ დამფუძნებელი და მენეჯერია.
გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციებს მიწვეული პედაგოგის სახელით კითხულობს.
ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.
თიკო კურტანიძე