ამ დროისათვის ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანს ელექტროენერგია სრული დატვირთვით
მიეწოდება.
ამის შესახებ კომენტარი „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ ახალციხისა და ადიგენის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა, გააკეთა.
“პროექტი წარმატებით დავასრულეთ, აშენდა 6 კილომეტრისა და 10 კილოვატის ელექტრო–გადამცემი ხაზი, დამონტაჟდა სატრასფორმატორო პულტი და გამრიცხველიანდა 15 აბონენტი, ამ დროისათვის სოფელს ელექტრო–ენერგია სრულად მიეწოდება”–განაცხადა “ექოსთან საუბრისას ზურაბ მამუკაშვოილმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყის უბანს ელექტროენერგია 13 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი ნოემბრის თვეში დაიწყო.
თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია “მეცხრე არხის” მიერ მომზადებული სიუჟეტი:http://9arkhi.wordpress.com/?s=%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98