სამართალდამცველებმა ახალციხეში ავტომობილები ისევ გაჩხრიკეს. 6 სექტემბერს, საღამოს საათებში, პოლიციის თანამშომლები მანქანებს აჩერებდენ, საბუთებს ითხოვდენ და საბარგულს ათვალიერებდენ.
კონტროლი ახალციხე–აბასთუმნის გზატკეცილზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველები ითხოვდნენ მგზავრების საბუთებსაც.
არის თუ არა ეს საპოლიციო კონტროლი, რომელიც პერიოდულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, უცნობია. “მეცხრე არხი” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ამ დრომდე ელოდება.