2014 წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წლად ცხადდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა შშმ პირებისთვის პანდუსებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით შექმნის პირობებს.
“მეთოდოლოგიური საფუძველი უკვე გამზადებული და დამტკიცებულია და მისი განხორციელება სწრაფად დაიწყება”, – განაცხადა სერგეენკომ.