სამცხე–ჯავახეთს ახალი
საოლქო პროკურორი ჰყავს. დღეს თანამდებობაზე ოფიციალურად ლევან
პაქსაშვილი დაინიშნა.
პროკურატურის ინფორმაციით იგი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადსხვა თანამდებობაზე
მუშაობდა.
სამცხე–ჯავახეთის საოლქოს უკვე ყოფილმა პროკურორმა გიორგი პაპუაშვილმა
თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, როგორც მან ექოსთან
სატელეფონო საუბარში განაცხადა თანმადებობის დატოვების ერთ–ერთი
მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, ამჟამად კი იგი
მკურნალობის კურსს გადის. სად გააგრძელებს საქმიანობას, ამას გიორგი
პაპუაშვილი მედიასთან არ აკონკრეტებს. მას სამცხე–ჯავახეთის ოლქის
პროკურორის თანამდებობა წელიწად–ნახევარი ეკავა.
ოლქის ახალი პროკურორის ლევან პაქსაშვილის საქმიანობისა და მისი
სამომავლო გეგმების შესახებ, დეტალებს „ექოს“ მთავარ გამოშვებაში ხვალ
შემოგთავაზებთ.