SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/11/e1839ce1839ce1839c.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/11/e1839ce1839ce1839c.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/11/e1839ce1839ce1839c.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/11/e1839ce1839ce1839c.jpg?w=250" not exists.
ნიკა რურუა კულტურის მინისტრის განცხადებას ეხმაურება
ნიკა რურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ ახალციხის ციხეზე მეჩეთის გუმბათის ფერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის განაცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება „მეტიჩრობაა“ თუ თურქეთის მხარე ქართულ მხარეს ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის უფლებას არ მისცემს. „მიჭირს შეფასება ასეთი გადაწყვეტილების. ცოტა მეტიჩრობად მეჩვენება და ყველაფერი არსებულის ესეთი ვნებიანი შეცვლის ცოტა არ იყოს ინფანტიურ ბავშვურ სურვილად. თუ თურქული მხარე ამაში რაიმეს სერიოზულად გვიცვლის, რაც სულ სხვა საქმეა, მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ფიქრი. ჩემი აზრით ის, რომ ვიღაცამ ეს ასე მოგვთხოვა ამის შეცვლა არ იქნება უპრიანი. იმიტომ, რომ თურქეთის მხარეს ასევე ჩვენთან დადებული აქვს პირობა, რომ ქართულ მხარეს, რესტავრატორებს მისცემს საშუალებას აღადგინოს ქართული ისტორიული ძეგლები. ჯერ-ჯერობით ეს დაპირება არ ქცეულა რეალურად. ჩვენი ეკლესიაც ნეგატიურ როლს სამწუხაროდ თამაშობს. იმიტომ , რომ თურქები ასევე გვთხოვენ აზიზიეს მეჩეთის აღდგენას და ამაზე ეკლესია წინაარმდეგია. მაგრამ უბრალოდ მოთოვნა ასეთი, ჩემი აზრით არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ძალიან პრინციპულია ეს საკითხი თურქებისთვის მაშინ კეთილი ინებონ ჩვენმა პარტნიორებმა და კეთილმა მეზობლებმა და მოგვცენ საშუალება, რომელიმე ძეგლზე მაინც ჩავატაროთ ჩვენ რესტავრაცია ისე, როგორც ჩვენ გვინდა და მერე შეიძლება ამაზე ფიქრი“,-განაცხადა ნიკა რურუამ რაბათის ციხეზე, შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, რომ გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. ოდიშარიამ ასევე განაცხადა, რომ ისტორიული გისოსები მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით ჩანაცვლდა, რომელიც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არაა. როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, თურქული მხარის შენიშვნები უმტკივნეულოა და მათი გათვალისწინება სირთულეს არ წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, თურქი ექსპერტები ვითარებას ადგილზე მოინახულებენ. წყარო “პირველი რადიო”

ნნნ ნიკა რურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ ახალციხის ციხეზე მეჩეთის გუმბათის ფერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის განაცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება „მეტიჩრობაა“ თუ თურქეთის მხარე ქართულ მხარეს ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის უფლებას არ მისცემს.

„მიჭირს შეფასება ასეთი გადაწყვეტილების. ცოტა მეტიჩრობად მეჩვენება და ყველაფერი არსებულის ესეთი ვნებიანი შეცვლის ცოტა არ იყოს ინფანტიურ ბავშვურ სურვილად. თუ თურქული მხარე ამაში რაიმეს სერიოზულად გვიცვლის, რაც სულ სხვა საქმეა, მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ფიქრი. ჩემი აზრით ის, რომ ვიღაცამ ეს ასე მოგვთხოვა ამის შეცვლა არ იქნება უპრიანი. იმიტომ, რომ თურქეთის მხარეს ასევე ჩვენთან დადებული აქვს პირობა, რომ ქართულ მხარეს, რესტავრატორებს მისცემს საშუალებას აღადგინოს ქართული ისტორიული ძეგლები. ჯერ-ჯერობით ეს დაპირება არ ქცეულა რეალურად. ჩვენი ეკლესიაც ნეგატიურ როლს სამწუხაროდ თამაშობს. იმიტომ , რომ თურქები ასევე გვთხოვენ აზიზიეს მეჩეთის აღდგენას და ამაზე ეკლესია წინაარმდეგია. მაგრამ უბრალოდ მოთოვნა ასეთი, ჩემი აზრით არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ძალიან პრინციპულია ეს საკითხი თურქებისთვის მაშინ კეთილი ინებონ ჩვენმა პარტნიორებმა და კეთილმა მეზობლებმა და მოგვცენ საშუალება, რომელიმე ძეგლზე მაინც ჩავატაროთ ჩვენ რესტავრაცია ისე, როგორც ჩვენ გვინდა და მერე შეიძლება ამაზე ფიქრი“,-განაცხადა ნიკა რურუამ

რაბათის ციხეზე, შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, რომ გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. ოდიშარიამ ასევე განაცხადა, რომ ისტორიული გისოსები მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით ჩანაცვლდა, რომელიც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არაა. როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, თურქული მხარის შენიშვნები უმტკივნეულოა და მათი გათვალისწინება სირთულეს არ წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, თურქი ექსპერტები ვითარებას ადგილზე მოინახულებენ.

წყარო “პირველი რადიო”

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -1 °C
img
ახალქალაქი -5 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი 3 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0245
EUR
EUR
1
2.9010
RUB
RUB
100
2.8840
TRY
TRY
1
0.0776
USD
USD
1
2.7940
კალენდარი
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.