მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში მისი აღება გამარტივდება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომელსაც დღეს
პარლამენტი განიხილავს.
მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში გამოცდების თავიდან ჩაბარება აღარ იქნება საჭირო, პირს დადგენილ ვადაში ავტომატურად აღუდგება მართვის უფლება.