,,ეროვნულმა ფორუმმა“ ახალციხის მერის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატი შეარჩია. ქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის, ჯუმბერ ინასარიძე იბრძოლებს.
ჯუმბერ ინასარიძე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალციხის
ოფისს ხელმძღვანელობდა. მან პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა. მიზეზად
იმას ასახელებს, რომ მას მერის არჩევნებში მონაწილეობა სურდა,
ლიდერებმა კი კანდიდატად სხვა პირი შეარჩიეს. ამას
ადასტურებენ
,,პატრიოტთა ალიანსის” ცენტრალურ შტაბშიც.
,,ეროვნული ფორუმის” ცენტრალურ ოფისში ამბობენ, რომ ინასარიძის ოფიციალური წარდგენა კანდიდატად,რამდენიმე დღეში მოხდება.