“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
პრეზიდენტობის კანდიდატი, ხვალ სამცხე–ჯავახეთს ესტუმრება.
წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით ბაქრაძე პირველ შეხვედრას ამომრჩეველთან, 15 :00 საათზე ახალციხეში, მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართავს.
შემდეგი შეხვედრა კი 17:00 საათისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშია დაგეგმილი.
როგორ ჩაივლის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში, დეტალებს ხვალ “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე გიამბობთ.