კოალიცია “ქართული
ოცნების” აქტივისტები დღეს “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი
საქართველოსათვის” მხარდამჭერს ვახტანგ კოშაძეს ფიზიკურად
გაუისწორდნენ. ამის შესახებ, “ექოსთვის” ცნობილი ნინო ბურჯანაძის
ახალციხეში ვიზიტისას გახდა.
“დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც სოფლიდან ახალციხეში საპრეზიდენტო კანდიდატთან შესახვედრად მოვდიოდი. საბარგო სადგურთან მოსულს შვიდი პიროვნება დამხვდა და ფიზიკურად გამისწორდა”–ამბობს დაზარალებული და სოფელ თისელის მკვიდრი, ვახტანგ კოშაძე.
მისივე თქმით, თავდამსხმელთაგან ორი პიროვნება, რომელიც ამოიცნო კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები სოსო მარტინენკო და ირაკლი მუმლაძე არიან.
დაზარალებულის თქმით, მის მიმართ ირაკლი მულმლაძის მხრიდან, სატელეფონო მუქარები და ზეწოლის ფაქტები ადრეც იყო. ვახტანგ კოშაძეს, როგორც თავად ამბობს დაზიანებები მთელს სხეულზე აქვს მიღებული, ასევე სახის არეშიც.
ინფორმაცია ახალციხის “ქართული ოცნების” შტაბში უარყვეს. დეტალებზე ვრაცლად “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე მოგიყვებით.