სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მაჰმადიან მოსახლეობას ხვდება. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, იგი ამ წუთებში მრევლს ესაუბრება.
“ვიცი, რომ აქ არის და ხალხს ხვდება. თუმცა რაზე საუბრობენ ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ” – აცხადებს სოფელ ჭელის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული იური ჯიმშერაშვილი.
ამ წუთებში, მეჩეთში 500–მდე ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, მინარეთთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ამავე საკითხზე, 23 სექტემბერს სოფელ ჭელაში ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ელოდებიან