#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, ამ დროისათვის, მერობის არცერთი კანდიდატია დარეგისტრირებული.

მერობის კანდიდატი არ წარუდგენია არც ნუგზარ პარუნაშვილის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ერთადერთია ახალციხის საარჩევნო ოლქში. მას კანდიდატის წარსადგენი ვადა 22 აგვისტოს ამოეწურა. ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენის ოლქში, მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს.
მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად პარტიებს ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 8 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნებიც იმართება.
თიკო კურტანიძე
|