შინაგან საქმეთა
სამინისტრო საპატრულო პოლიციის რებრენდინგს აგრძელებს. დღეს ახალი
საპატრულო მანქანები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ოფიციალურად გადაეცა.
ღონისძიება ახალციხეში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამცხე-ჯავახეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და 6 „შკოდა“-ს მარკის და 2 „ ტოიოტა ჰაილუქსი”-ს მარკის („პიკაპი”-ს ტიპის) ახალი ავტომანქანით შეივსო.
გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და პოლიციელისთვის საჭირო სხვა სპეციალური საშუალებები.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.
ინფორმაციას შსს–ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალას “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე მოგაწვდით.