პირი, რომელმაც
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს შენობაში ბომბის არსებობის
შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის
ოპერატორს ინფორმაცია მიაწოდა– ასპინძაში მცხოვრები
არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.
არასრულწლოვანმა “112”-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.
შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე
ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის
შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა
არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს
(სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).