ახალციხეში საქართველოს
პრეზიდენტს ელოდებიან. წინასწარი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი,
არაოფიციალური ვიზიტით, ვანო მერაბიშვილის ოჯახს ესტუმრება.
ამ წუთებში, მერაბიშვილიების სახლის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ. სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი პირი ახალციხეში დაახლოებით 2 საათში ჩამოვა. როგორც ,,ექოსთვის” გახდა ცნობილი, ამ დროისათვის იგი ახალქალაქში იმყოფება.