მესხეთის
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება იკრიბება. კოალიცია
“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი
მარგველაშვილის დასახვედრად მოსახლეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფლებიდან ჩამოდიან.
აქციის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, უკვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აქციას ესწრება მსახიობი ზურაბ ციცქილაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი 13:00 საათზეა დაგეგმილი.
მოსახლოების რაოდენობა თანდათან იზრდება.
ინფორმაციას აქციის შესახებ დროდადრო მოგაწვდით.