ამ წუთებში ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს ქორეპისკოპოსები თეოდორე და იაკობი მიმართავენ.
,,უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერისთვის იქნება მომგებიანი, თქვენ აჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სიყვარული, სამშობლოს დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მშვიდად ვიცხოვროთ ერთმანეთთან. საქართველო ოდითგან არის ტოლერანტული ქვეყანა, მაგრამ ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ყველასათვის თავზე ხელის გადამსმელი და ჩვენ ვიყოთ დაჩაგრულები, ეს ასე არ იქნება. რაც შეეხება მინარეთის ამბებს, სახელმწიფო კანონიერად მოიქცა, მართალია შეურაცხყოფილები დარჩნენ მუსულმანები, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბეთ იმის შესახებ, რომ შეიქმნას საბჭო, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ასეთი ქმედებები, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი გულანთებულობა მომწონს, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ კანონი არ დავიცვათ. ქვეყანაში ყველას აქვს უფლება და ყველამ უნდა დაიცვას უმცირესობისა და უმრავლესობის უფლებები. ჩვენ უკანონობით არ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას, ჩვენს ქვეყანაში უკანონობა აღარ უნდა იყოს”– განაცხადა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.