ამ წუთებში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე მივიდა.
“შეურაცხყოფილები ვართ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარის გამო. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმ დაზარალებული მრევლის გამო, რომლებიც დღეს დააკავეს. მე ღვთის წინაშე ვამბობ, რომ ეს არის მოუხდელი ცოდვა”–განაცხადა გუშინ ჯემალ პაქსაძემ. მისივე თქმით, მასალა სარფის საბაჟოზე უკანონოდ იყო შემოტანილი, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და მინარეთი მეჩეთს დაუბრუნდება. მუფთი ჯერ არ გასაუბრებია ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მუსლიმები სამმართველოდან მის გამოსვლას ელიან.