სოფელ ჭელაში, ისლამური მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მას უცვლელად გთავაზობთ:
,,მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს: ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოს შემოიტანა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების
სამსახურისსაბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და
რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის
შედეგად შეირჩა კონკრეტული სეს ესნ. კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო
დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა
საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ
დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ
შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.
აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე
შეუძლებელია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და
გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 113-ემუხლის პირველიპუნქტის „ა“
ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115- ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა
ინდ/მეწ. „ჯამბულ აბულაძე“-ს (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის
14 ივლისს N11112/C-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული
საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება.
21 აგვისტოს, შემმოწმებელთა ჯგუფი მივლინებულ იქნაინ
დ/მეწ. ,,ჯამბულ აბულაძე’’-ს იურიდიულ მისამართზე, რათა
განეხორციელებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები.
შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი N39828 ბრძანება – საქონლის
გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჩაბარდა ჯამბულ
აბულაძის მეუღლეს. აღნიშნული ბრძანება ასევეგაგზავნილი იქნა
საქართველოს ფოსტით და ატვირთა პირის ელექტრონულ
მისამართზე.
ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის წონა და
სასაქონლო კოდი შესაძლოა არშეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს,
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი
დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის
დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს
შემოსავლების სამსახური.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით
მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ
დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს
მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო
ექსპერტიზა.
სსიპ შემოსავლების სამსახური”