საზოგადოება
"ბაკურიანი ციდას" წყალზე მოკვლევა მიმდინარეობს - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტო "ბაკურიანი ციდას" წყალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნიმუშები აღებულია და მოკვლევა მიმდინარეობს.
ლაბორატორიული კვლევის შემდეგ კი სააგენტო ინფორმაციას გაასაჯაროვებს.
"ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.
ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება" -ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სეს -ი ამბობს, რომ მოკვლევა შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ბავშვის სავარაუდო „ბაკურიანი ციდა“ წყლით ინტოქსიკაციას შეეხებოდა.
გააზიარეთ :