“ყველა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რომელთაც უკანონოდ დააწერინეს განცხადებები ღირსეული ადამიანები არიან. მათი დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია ასპინძის მუნიციპალიტეტში ასეულობით წარმატებით გახორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი. ეს ადამიანები დაისაჯნენ, ქვეყნის საქმის, სოფლის და ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ერთგულებისათვის” –ეს განცახადება ასპინძა ენმ–ეს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ასპინძის ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბექაურმა, რწმუნებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საკუთარი ნებით განცხადებების დაწერა მოსთხოვა.