ასპინძის გამგებელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
განცხადებების დაწერა, ამჯერად სოფლის რწმუნებულებს მოსთხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “მე–9 არხი” მუნიციპალიტეტის გამგებელს
ლევან ცაბაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა სოფლების საროსა და ნიჯგორის
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ესაუბრა. “გამგებელმა რამდენიმე დღის
წინ თათბირზე დაგვიბარა და მოგვთხოვა, რომ განცხადებები
დაგვეწერა და მშვიდობიანად წავსულიყავით. მე განცხადება უკვე დავწერე,
ალბათ თანამდებობიდან ოფიციალურად ორშაბათის თათბირზე
გამათავისუფლებს”–განაცხადა “ექოსთან” სატელეფონო საუბარში ოთარ
ლონდარიძემ.
ასპინძის გამგებელმა
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, ამჯერად
სოფლის რწმუნებულებს მოსთხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “მე–9 არხი” მუნიციპალიტეტის გამგებელს
ლევან ცაბაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა სოფლების საროსა და ნიჯგორის
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ესაუბრა.
“გამგებელმა რამდენიმე დღის წინ თათბირზე
დაგვიბარა და მოგვთხოვა, რომ განცხადებები დაგვეწერა და მშვიდობიანად
წავსულიყავით. მე განცხადება უკვე დავწერე, ალბათ
თანამდებობიდან ოფიციალურად ორშაბათის თათბირზე
გამათავისუფლებს”–განაცხადა “ექოსთან” სატელეფონო
საუბარში ოთარ ლონდარიძემ.
რწმუნებულის განმარტებით, განცხადება 11 რწმუნებულიდან, მხოლოდ
ოთხს არ დაუწერია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “სამართლიანმა
არჩევნებმა” სადაც ნათქვამია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მსგავსი ქმედება უკანონოა.
“ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონისა და “საჯარო სამსახურის შესახებ”
საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის
გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონით დადგენილი
საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თავად შეუძლია. შესაბამისად,
“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის
მიერ რწმუნებულების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, საკუთარი ნებით
დაწერონ განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით,
უკანონოა და შეიცავს მუქარისა და ზეწოლის
ნიშნებს”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების”
განცხადებაში.