SSSS
სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება
კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა, ასევე სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრები ძეგლებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. „ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო-კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე. 2013 წლის 18-19 ივლისის ვიზიტისას ქართველი სპეციალისტები ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ ძეგლზე არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. ასევე, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ, თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებული იყოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2013 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შეცდომებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

კულტურისკულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა, ასევე სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრები ძეგლებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

„ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო-კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე.

2013 წლის 18-19 ივლისის ვიზიტისას ქართველი სპეციალისტები ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ ძეგლზე არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს.

ასევე, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ, თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებული იყოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2013 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შეცდომებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -1 °C
img
ახალქალაქი -5 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი 3 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0245
EUR
EUR
1
2.9010
RUB
RUB
100
2.8840
TRY
TRY
1
0.0776
USD
USD
1
2.7940
კალენდარი
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.