ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფელი პტენა გუშინ, დაახლოებით 23:00 საათისთვის
ძლიერად დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ ხეხილი,
ნათესები და ნარგავები მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია
საცხოვრებელი სახლებიც.
“დამტვრეული კრამიტი ძირს ყრია, ყურადღებას არავინ გვაქცევს. იყვნენ გამგეობიდან, დაათვალიერეს, მაგრამ დახმარებას არავინ გვპირდება. დაგვეხმარეთ, რამე გვიშველეთ. სოფელს შველა სჭირდება. მოსავალი ხომ აღარ არის, საცხოვრებელიც აღარ გვაქვს” – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი გია მელიქიძე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი პტენა გასულ წელსაც ივლისის თვეში დაისეტყვა. თუმცა მაშინ სოფელში ასეთი ზარალი არ დაფიქსირებულა.