ივნისის თვეში, ადიგენის
მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ
,,ექოს” ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა
აცნობა.
,,ადიგენში მომხდარი სტიქიის შესახებ წერილიც და მოთხოვნაც, ყველა შესაბამის ინსტანციაში მაქვს გაგზავნილი. საკანონმდებლო ორგანოში საკითხს მომავალ კვირაში დავაყენებ”–აცხადებს პარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ ივნისის თვეში ორჯერ დააზარალა, რაც ჯამში 282 ათას ლარს შეადგენს.