საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა, რომელიც დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დადგინდა.
ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6599 ლარი გახდა. 13 დეკემბერს ეს მაჩვენებელი 2.6154 ლარი იყო.
1 ევრო 2.8222 ლარი ღირს. 13 დეკემბერს კი 1 ევროს ფასი 2.7713 ლარი იყო.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კურსი გაცილებით მაღალია. საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.715 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევრო კი 2.91 ლარი ღირს. TBC ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.713 ლარად არის შესძლებელი, 1 ევრო კი 2.907 ლარი ღირს.