სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მიქელაძე გახდა. რეგიონის გუბერნატორმა თანამშრომლებს იგი ოფიციალურად წარუდგინა.
გიორგი მიქელაძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება 1 აგვისტოს დაიწერა. მან დაკისრებული მოვალეობის შესრულება გუბერნატორის მოადგილის რანგში უკვე დაიწყო.
გიორგი მიქელაძეს 2012 წლის მაისიდან – ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
თიკო კურტანიძე