ახალციხეში, უცხო ენების გამოცდაზე 25 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. გამოცდა 6–7 ივლისს ოთხ სესიად ჩატარდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენებში დასრულდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში აბიტურიებტებმა გამოცდა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში ჩააბარეს, რომელიც ოთხ სესიად ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ორ სესიაზე 469 აბიტურიენტიდან 11 მათგანი არ გამოცხადდა. 7 ივლისის ორ სესიაზე 447 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მაგთან გამოცდაზე 14 არ მივიდა.
ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
8 ივლისს გამოცდებს პედაგოგები და სტუდენტები ჩააბარებენ.