ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი მეორედ ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში შესული ხუთივე განმცხადებლის ნამუშევარი კომისიის წევრებმა ერთხმად დაიწუნეს.
ორი ესკიზის ერთმა ავტორმა წარდგენილი ნამუშევრების არსი ვერ დაასაბუთა, ხოლო დანარჩენი ოთხი კონკურსანტის პროექტი ფერთა გამის შეუსაბამობისა და თემატიკიდან აცდენის გამო არ მიიღეს.
ჰერალდიკის კომისიის სხდომას მოწვეული სტუმრები და გამგეობის წარმომადგენლები დასწრნენ.
კონკურსი მესამედ თემის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გამოცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება კვლავ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.