საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 41–მა კონკურსანტმა გაიარა. ახალციხის გამგეობაში ტესტირებაზე 118 განმცხადებელი მიიწვეს, თუმცა მასში მონაწილეობა 61–მა მათგანმა მიიღო. კონკრსის მეორე ეტაპი 18 და 19 ივნისს ჩატარდა.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეობის მსურველთათვის ქულათა ბარიერი 60–დან 33 იყო, ხოლო დანარჩენზე – 36.
გასაუბრების გამართვას გამგეობა ივლისის პირველ ნახევარში გეგმავს. კონკურსის ბოლო ეტაპზე მონაწილეები საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე წარსდგებიან.