ახალციხესა და ახალქალაქში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის, სტარტაპ საქართველოს პრეზენტაცია გაიმართა. ,,დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიაწოდეს.
პირველ ეტაპზე, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დასაფინანსებლად, სახელმწიფო 11 მლნ. ლარს გამოყოფს.
სტარტაპები დაფინანსებას 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე მიიღებენ. პროექტის ღირებულების 90% სახელმწიფო დაფარავს.
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი ახორციელებს. პროექტების წარდგენა 17 ივნისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდება.