ახალციხეში, ზარზმელის
ქუჩაზე, გარე განათების დამონტაჟება დასრულდა.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, დასახლებაში გარე განათების 60 -მდე წერტილი გაკეთდა. ქუჩაზე 44 ტ-1 ტიპის 50 ვატიანი, ხოლო მისასვლელ გზაზე 16 ცალი ტ-5, 100 ვატიანი გარე განათების ბოძი დამონტაჟდა.
„პირველ რიგში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. იმის შემდეგ, რაც გზა დაიგო დაიდგა ურნები. ეტაპობრივად, მიმდინარე წელს კი გარე განათება დამონტაჟდა. უახლოეს პერიოდში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონი გაკეთდება, რათა ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების ყოფითი პირობები უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი,” – განაცხადა გიორგი კოპაძემ.
სამუშაოები ადგილობრვი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ახალი გარეგანათების სისტემა ელექტრო ენერგიას 35-40%-ით ზოგავს.