ასპინძაში კულტურის სახლის
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელებისთვის 220 580 ლარი დაიხაჯა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გარემონტდა შიდა ინტერიერი. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, წყლის სისტემა და კანალიზაცია.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,კ-კომპანია”-მ განახორციელა.