სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრა გამართა.
დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის ომსა და სამშვიდობო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი წარადგინეს. შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას, მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევასა და უნივერსიტეტში გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურით უზრუნველყოფას აპირებს.
შეხვედრა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მომსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.