სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების”
ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული
პროცესი იწყება. ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის მუნიციპალიტეტში,
მესხური ტერასების ტერიტორიაზე, 4 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის
დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის
ტერასების” დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან. მესხეთის უძველესი
ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია. ტერასა წარმოადგენს მთის
კალთების ხელოვნურად დაბაქნებულ ნაწილს. 2 წლიანი აღდგენითი
სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. რეაბილიტირებულ ტერასებზე
17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში
მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების
აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23
ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა
ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით
სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია
გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის
ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები
მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე
უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია
გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი
ინიციატივით ხორციელდება. ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო– აღმოსავლეთით
განლაგებული სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და
უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების
სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის
ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.
ჭაჭკარი ჭაჭკარი
სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი
“ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის
ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება.
ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მესხური
ტერასების ტერიტორიაზე, 4 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის
დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის
ტერასების” დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.
მესხეთის უძველესი ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია.
ტერასა წარმოადგენს მთის კალთების ხელოვნურად დაბაქნებულ ნაწილს. 2
წლიანი აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება,
რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი
მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები
მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური
ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების
აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია
გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის
ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
![terasebi](/images/old/2016/06/terasebi.jpg)
მესხური ტერასები
მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე
უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია
გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი
ინიციატივით ხორციელდება.
ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო– აღმოსავლეთით განლაგებული სოფელი
ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური
ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და
ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ
მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში
ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს
გაეცნობა.
![wawkari](/images/old/2016/06/wawkari.jpg)
ჭაჭკარი
![wawkari 2](/images/old/2016/06/wawkari-2.jpg)
ჭაჭკარი