1 ივნისს ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, 12:00 საათზე, #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საბავშვო ბიბლიოთეკას გაეცნობიან. მოეწყობა ფილმის ჩვენება. პატარები წიგნებით დასაჩუქრდებიან. ღონისძიება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგება.
12:00 საათზე, პარალელურად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე პატარებისთვის საბავშვო წარმოდგენა გაიმართება.
18:00 საათზე, კვლავ ახალციხის ციხეზე, ქართული ხალხური ცეკვის სკოლა–აკადემიის ანსამბლი „ნაბადი არტი” და ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემიანარიასთან არსებული უდისა და არალის სამრევლო სკოლის ხალხური სიმღერის გუნდი „ირმისა“ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
კონცერტის დასასრულს ახალციხის მერია პატარებს, ნაყინით გაუმასპინძლდება.
ღონისძიების ფინანსურ და ტექნიკურ მხარეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.