საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებების აღნიშვნით დაიწყო.
ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა უკვე გამოფინა. წელს, პირველად ქართული წარმოების – ,,დელტას“ საბრძოლო აღჭურვილობის ელემენტებიცაა წარმოდგენილი. გამოფენა 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ ძირითად ნაწილს ახალციხის ციხე უმასპინძლებს, თუმცა, ღონისძიებები გაიმართება ხელოვნური ტბის ტერიტორიაზეც.
26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ორი წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა კვლავ დაკრგა, 1991 წელს კი, რეფერენდუმის გზით, ისევ დაიბრუნა.