ახალციხეში, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა. ბალერინებმა, მესხ მაყურებელს, კლასიკური, სახასიათო, ქართული და თანამედროვე საბალეტო რეპერტუარი შესთავაზეს.
ორგანყოფილებიანი კონცერტის პირველ ნაწილში, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა, სადიპლომო ნაშრომი, ჟიზელიდან ,,ვილისების სცენა“ შეასრულეს.
კონცერტი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.
იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა ახალციხეს, მეორედ ესტუმრა.