ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა. დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. ევროპის დღეების ფარგლებში, მინისტრი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებს.
დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან. სახელმწიფო მინისტრი და ეპარქიის სასულიერო პირები ევროინტეგრაციის პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.